ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 19:51
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ მედიასთან 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა გააკეთა.
 
დაკავებული ამ დრომდე მცხეთის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალის დამკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
 
მარიამ ქურდიანი მუშაობს მცხეთის პოლიციასთან.