რომან კაკულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 20:03
რომან კაკულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას და მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.  ვახტანგ ყოლბაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათ ჩართვაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ ისეთ პროგრამებში, რომლებიც სიღარიბის დაძლევას ემსახურება. ასევე,  სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად და განათლებასთან დაკავშირებულ პროგრამებში მათ მონაწილეობაზე. ისაუბრეს ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომიტეტში იმსჯელებენ არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე. პრობლემების უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

ტეგები