განმუხურის სანაპირო ზოლთან კაცს ეძებენ
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 20:05
განმუხურის სანაპირო ზოლთან კაცს ეძებენ

მაშველები განმუხურის სანაპირო ზოლსა და ზღვაში კაცს ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეტყობინება მოქალაქის მიერ შევიდა, თუმცა მან არ იცოდა კაცის ზუსტი ადგილსამყოფელი, არც ის იცოდა შევიდა თუ არა კაცი წყალში. ამის გამო მაშველები კაცს წყალშიც ეძებენ და მიმდებარე ტერიტორიაზეც.