ჩინეთს ტაიფუნი დაატყდა თავს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 10:14
ჩინეთს ტაიფუნი დაატყდა თავს

ჩინეთის აღმოსავლეთ რაიონებს სუპერტაიფუნი „მარია“ დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას xinhuanet-ი ავრცელებს.

ქარის სიჩქარე ეპიცენტრში საათში 187 კილომეტრს აღწევდა. სტიქიის ეპიცენტრში მოქცეული რაიონებიდან 350 ათასი ადამიანია ევაკუირებული. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

ტაიფუნმა მეწყერი გამოიწვია ტიბეტშიც. ამ დროისთვის სტიქია შედარებით შესუსტდა, მაგრამ ახლა ის მატერიკის მიმართულებით მოძრაობს, სადაც საფრთხის წითელი ნიშნული გამოაცხადეს.

ტეგები