„ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ჩაქოლავდნენ ან სამართალდამცავები გადაიყვანდნენ გამოკითხვაზე...“
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 12:13
„ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ჩაქოლავდნენ ან სამართალდამცავები გადაიყვანდნენ გამოკითხვაზე...“

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტაილანდში მომხდარ სამაშველო ოპერაციას ეხმაურება:

„ვუყურე ტაილანდის კადრებს. მშობლებს, ბავშვებს, ნიუსებს. სიწყნარე სიმშვიდე.

ეს რომ საქართველოში მომხდარიყო--- მშობლები კამერებთან წივილკივილით და წყევლით მთავრობას, მაშველებს, მწვრტნელს, რუსეთს ამერიკას -- ყველას დაადანაშაულებდნენ. ოპოზიცია მიტინგებს გამოაცხობდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.დაიღუპებოდა რამდენიმე მაშველი, დაიღუპებოდა რამდენიმე ბავშვი. მწვრთნელს თუ ცოცხალს გამოიყვანდნენ ჩაქოლავდნენ ან სამართალდამცავები გადაიყვანდნენ გა-მოკითხვაზე.

ჯარი ჩაერთვებოდა წყლის ამოსახაპად სამაშველო ოპერაციის დასრულების მერე. პატრული მედიას არ მისცემდა მუშაობის საშუალებას. მედია პირდაპირ ჩართვებში მოყვებოდა რა საშინელი სიკვდილით კვდებიან იქ ბავშვები და აუცილებლად იქნებოდა ვარაუდები ვის როგორი კონვულსია ექნება და მერე მათ მშობლებს კითხავდნენ შვილი რომ მოუკვდებათ რას იგრძნობენ. სინოდი გააკეთებდა განცხადებას, რომ ამ ბავშვების ბურთი ნაკურთხი არ იყო და მიტომ დაემართათ ასე. ფორუმჯიზე გაიხსნებოდა ორი თემა: "ხელისუფლებამ ბავშვები ამოახრჩო" და "წინა წლებში ეს ბავშვები დაიხრჩობოდნენ"
ფეისბუქზე ბოტები აქედან--- ბავშვების მკვლელებოოო!!!!!რუსეთის დაკვეთით მოკალით !!! იქედან--- მადლობა ღმერთს და ყველა მინისტრს რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. არავინ არ დაღუპულა--დეზაა ოპოების. მშობლები 20 ლარიანი ზონდერებია!!!! საზიარო მეტიჩრები--- მეგობრებო კალოშები შევუგროვოთ ბავშვებს!!!, აქცია წყალში ვდგავარ ცეცხლი მიკიდია--დაღუპული ბავშვების დასახმარებლად. ვინაა ბიჭო დაღუპული --ეგ გვამები მანდ შეიტანეს რომ თემა აეწიათ......ყველა არხზე პოლიტიკური ტოქშოუზე მიიწვევდნენ თაკო ჩარკვიანს, გურანდას, ნინის ბაბოს, და იქნებოდა მღვიმის დატბორვის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში ბიძინასთან მიმართებაში. 

მოკლედ გაუმართლათ იმ ბიჭებს რომ ტაილანდში დაიბადნენ“. 

ტეგები