სამსუნგის და ეფლის ომი გრძელდება
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 12:23
სამსუნგის და ეფლის ომი გრძელდება

ფედერალურმა სასამართლომ კომპანია ეფლის ყოფილი ინჟინერი სიაოლან ჩჟანა საწარმოო საიდუმლოს მოპარვაში დაადანაშაულა. საქმე ეხება უპილოტო ავტომობულის წარმოებას და ამ იდეის ჩინეთში გატანას.


სან ხოსეს აგენტებმა, ინჟინერი შაბათს, თვითმფრინავში ჩაჯდომის პროცესში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ შევიდა სიაოლანი ეიფლის ლაბორატორიაში და კომპიუტერიდან ნახაზები და სხვა საიდუმლო დოკუმენტაცია გადმოტვირთა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ინჟინერი შვებულებაში იმყოფებოდა და წესით კომპანიაში არ უნდა ყოფილიყო.

 

ტეგები