„ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ“ - 19 წლის მწყემსი ბრალდებას უარყოფს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 12:52
„ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ“ - 19 წლის მწყემსი ბრალდებას უარყოფს

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ რაიან და ლორა სმიტები და მათი შვილი მას არ მოუკლავს. ამის შესახებ ბრალდებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ტეგები