ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 13:53
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ კობაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა. ​

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. კერძოდ, მალხაზ კობაურს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავეს. საუბარია ამერიკისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეებზე, რაიან და ლორა სმიტებსა და მათ ოთხი წლის შვილზე. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. გუშინ კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.

ტეგები