„ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ“ - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 14:25
„ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ“ - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედის მარიამ მარტიაშვილის განცხადებით, მისი შვილი შანტაჟის ქვეშ არის და სასამართლოს პატიმრობაში არ უნდა დაეტოვებინა.
"აჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, მაშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ", - განაცხადა მარტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმალვის რისკი არსებობს შესაბამისად, კობაურის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა მსუბუქი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.

ტეგები