2500 ლარს ზემოთ ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 17:12
2500 ლარს ზემოთ ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსები“ წერს.

გია ჟორჟოლიანი მთავრობას მასწავლებლის ხელფსის 100 ლარით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს. ჟორჟოლიანის განცხადებით, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს. მისივე განცხადებით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

“უნდა შემოვიღოთ პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონებისა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

ტეგები