ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი მოზარდების პირველი ფოტოები ვრცელდება
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 18:37
ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი მოზარდების პირველი ფოტოები ვრცელდება

მედიაში ტაილანდის მღვიმეში გადარჩენილი მოზარდების პირველი ფოტოები ვრცელდება. ბიჭები საავადმყოფოს პალატაში არიან აღბეჭდილი.

მღვიმეში გატარებული 18 დღის შემდეგ, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მღვიმიდან გამოყვანის პროცესში ისინი სედატიური მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რათა რთული რელიეფური პირობების გავლისას, პანიკური შეტევები აერიდებინათ თავიდან.

13 -ვე გადარჩენილი ჩიან რაის ჰოსპიტალში მკურნალობს, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ. ისინი კლინიკაში ერთი კვირა დარჩებიან.

ტეგები