ჭუბერში დროებითი ხიდი გაიხსნა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 19:15
ჭუბერში დროებითი ხიდი გაიხსნა

ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს.

ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებული იყო. 

ტეგები