ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ ორ მოზარდს გამოკითხავენ
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 19:26
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ ორ მოზარდს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.

როგორც დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისიის სხდომა დახურული იქნება.

„საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი ორ არასრულწლოვან მოწმეს ხვალ, დილის 10:00 საათიდან დახურულ ფორმატში გამოკითხავს. არასრულწლოვნების მოსმენა ორშაბათს ისევ განახლდება. სამშაბათს კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გაფართოებულ, საჯარო სხდომას გამართავს. მეოთხე ექსპერტს ნინო კვიწინაძეს, რომლის მოსმენაც დღეს ვერ მოვასწარით საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომაზე სამშაბათს გამოვკითხავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტეგები