რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიძლება გაუქმდეს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 19:39
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიძლება გაუქმდეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შესაძლოა გაუქმდეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ეს სამსახური რომელიმე უწყებასთან გაერთიანდეს. ბახტაძე დასძენს, რომ ოპტიმიზაციით კი მიიღება ის ეფექტი, რაც მოსახლეობას სჭირდება.

"რელიგიის სააგენტოზე, რაც ჩვენ გავაცხადეთ, ბუნებრივია, ამაზე გვაქვს მხარდაჭერა და ასეც მოხდება. არსებობს გარკვეული პროცედურუული საკითხები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განვმარტო, რომ სსიპ-ებთან და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიდგომებში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით არის საკმაოდ რესურსი იმისთვის, რომ ხარჯები, რასაც ვახორციელებთ, გაცილებით უკეთესი ეფექტი მივიღოთ და მივიღოთ უფრო ეფექტური ბიუროკრატია. ბუნებრივია, ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს, ზოგადად ვსაუბრობ. შესაძლოა გაუქმდეს, გაერთიანდეს და ოპტიმიზაციით მივიღოთ ის ეფექტი, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - განაცხადა ბატხაძემ.

ტეგები