„სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში წარმოდგენილი“ - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 20:33
„სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში წარმოდგენილი“ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარის საკითხზე ისაუბრა. მან კონკრეტულად არ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, დაინიშნება თუ არა სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი „ქართული ოცნების“ გუნდში წარმოდგენილი იქნება:

„სოზარ სუბარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი, მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რაც მის უწყებას ჰქონდა, აქედან გამომდინარე აუცილებლად იქნება სოზარ სუბარი ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები