წყალდიდობის შედეგად იაპონიაში დაღუპულთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 10:38
წყალდიდობის შედეგად იაპონიაში დაღუპულთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა

იაპონიის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა, 23 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 42-ის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.

სტიქიის ადგილზე 73 ათასი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის თანამშრომელი და მაშველი მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 80 ვერტმფრენიც.

5600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. 

იაპონიაში ძლიერი წვიმა გასული კვირიდან არის.

ტეგები