ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 11:44
ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მოზარდების მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

"სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი შემთხვევის მიმართ, რაც დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირის გამოვლენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი", -ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტეგები