დღეს ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 12:23
დღეს ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამებაში, ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. მონათლულებს ჯვარი და ნათლობის მოწმობები გადაეცემათ.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 35 538 ნათლული ჰყავს, რომელიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ტეგები