ტრამპის მოთხოვნებით, ნატოს სამიტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 14:23
ტრამპის მოთხოვნებით, ნატოს სამიტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სამიტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული მოთხოვნის გამო, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას ეხება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც პირველის ცნობით, სხდომა ავღანეთის თემაზე ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ნატო-ს ლიდერები იმ დარბაზიდან, სადაც ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა შედგა, ამ დრომდე არ გამოსულან.

არსებული ინფორმაციით, გადაიდო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა. პრესა ნატო-ს წარმომადგენლებისგან განმარტებებს ელოდება.

ტეგები