ნატოს შტაბ-ბინაში დონალდ ტრამპის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 14:36
ნატოს შტაბ-ბინაში დონალდ ტრამპის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებზე მორიგი შეტევა განახორციელა, - ამის შესახებ როიტერსზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსი" წერს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ტრამპმა მოკავშირეების ხარჯები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის შემდეგ ნატო-ს ლიდერებმა უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებს ოთახის დატოვება მოსთხოვეს, რათა ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დაუგეგმავი სესია ჩაატარონ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ნატო-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. გარდა ამისა, გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი.

ტეგები