საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 14:48
საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია

ნატოს ლიდერებმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროგრესის განუყოფელი ნაწილია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP)-ი.

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სწრაფვა ნატო-ს წევრობისკენ არის ამ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რასაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ახლა ეს უკვე გაწერილია ახლა კონსტიტუციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, კვლავ ძალაში რჩება, მისი ყველა ელემენტითურთ. ისინი მიესალმნენ საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში უკვე არის ყველა ის პრაქტიკული საშუალება, რათა საქართველო მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, კერძოდ ესაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”, – ნათქვამია დეკლარაციის მეექვსე მუხლში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ მიესალმებიან საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს, რომელიც, მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს.

„ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს, ნატო-ს ასპირანტ სახელმწიფოს, ალიანსის წევრობისთვის მზადებაში პროგრესს მიაღწიოს, ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და აახლოებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნატო-ს სატანდარტებთან“ – წერია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციის მე-6 მუხლში.

ტეგები