გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა - ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 15:23
გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა - ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი მიეცემა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, საქართველოში ვითარება რთულია, თუმცა ქვეყნის წარმომადგენლებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“,- განაცხადა ტრამპმა.

ტეგები