ხანძარი სვანეთში - დრონით გადაღებული ვიდეოკადრები
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 15:50
ხანძარი სვანეთში  - დრონით გადაღებული ვიდეოკადრები

სვანეთში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. ურთულესი რელიეფის გამო ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა - ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან.

დილიდან მუშაობა განაახლა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ეპიცენტრში დრონოთ გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცლებს.

ტეგები