საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა კვალიფიციური ადამიანებით, სწორედ ეს წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას - ზაზა გაბუნია
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 16:10
საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა კვალიფიციური ადამიანებით, სწორედ ეს წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას - ზაზა გაბუნია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობაში ახალი სახეების და ახალ სამთავრობო კონცეფციას ეხმიანება.

"ზოგადად დიდი მთავრობა ხელს უშლის თავისუფალ მეწარმეობას, არის ნაკლებად მოქნილი და ნაკლებად კოორდინირებული, ამის საპირისპიროდ კი აღიარებულია, რომ საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა დარგობრივი პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით. სწორედ ასეთი ხედვა და შემადგენლობა წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას და მას პარლამენტის ნდობა ექნება,"-  ზაზა გაბუნია.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შედეგობრივად ასეთი მიდგომების რეზულტატი აუცილებლად იქნება სახეზე და აისახება მოქალაქეების შემოსავლებზე.


 

ტეგები