სასამართლოში პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 16:44
სასამართლოში პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. ის გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს. იიფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ფონდ „იავნანაში“ განმარტავენ, რომ ბურჭულაძის დაბარება სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მან საქმის დახურვა საჯაროდ მოითხოვა.

„10 თვე გავიდა, თუმცა, საქმე დასრულებული არ არის. საქმეში უკვე ჩართულია საერთაშორისო იურისტთა ჯგუფიც. რადგან პაატა ბურჭულაძე არის ავსტრიის მოქალაქე, საქმეში ასევე ჩაერთო ავსტიის იურისტთა ჯგუფი. მათ წერილები უკვე დაგზავნილი აქვთ შესაბამის უწყებებში“, - აცხადებენ ფონდში.


ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს უკვე მეორედ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავენ.

ტეგები