გივი მიქანაძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიის უფროსს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 17:28
გივი მიქანაძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიის უფროსს შეხვდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მესამე სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიის უფროსთან, აგნიეშკა კაჩმარსკასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კანცელარიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

გივი მიქანაძემ კოლეგას პოლონური პარლამენტარიზმის 550 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს არა მარტო სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაცაა.

მხარეებმა ისაუბრეს გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თანამშრომლობას პარლამენტების აპარატების დონეზე.

„პოლონეთს აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ კანონმდებლობაზე ჰარმონიზაციის კუთხით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზიარება, არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანაში პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გაცვლითი სასწავლო ვიზიტები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც.




 

ტეგები