"ახალი მზიურის" ახალი იდეა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 17:58
"ახალი მზიურის" ახალი იდეა

"ახალი მზიურის" იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, ნოდარ დუმბაძის ამ პარკის უანგარო მეურვე ანა გოგუაძე ახალი იდეით გამოდის. მზიურში არსებული მიტოვებული ნახევრად დანგრეული საბაგიროს შენობის ბობლიოთეკად და საგამოფენო დარბაზად გაკეტების პროექტი ანას და მის მეგობრებს დამუშავებული აქვთ. საქმე სახელმწიფოზე, დედაქალაქის მთავრობაზე და აქტიურ მოქალაქეებს ელის.

ახალი მზიურის პროექტი რომ ჩავიფიქრეთ, ჩვენი იდეის განხორციელების ცოტას თუ სჯეროდა.

"ყოველი ნაბიჯი მიზანს უფრო გვაახლოებდა და ჩვენც, თქვენთან ერთად, ვირწმუნეთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვუყრიდით საფუძველს. დღეს
მზიურის აქტიური ცხოვრება ყოველდღიურად გვაჯერებს, რომ მონდომებულ გუნდს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს, შეუძლია განახორციელოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი.

ორი წელი გავიდა და ჩვენი მიზანი - მუდმივი განვითარება და ამ პროცესში მრავალი ადამიანის ჩართვა - კვლავ უცვლელია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ მზიური ამოუწურავი შესაძლებლობების ადგილია.

13 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მზიურის პარკს განვითარების სწორი გეგმა სჭირდება. ერთობლივი ძალებით, სამწლიანი მუშაობის შედეგად, აღვადგინეთ და ფუნქცია დავუბრუნეთ პარკის ზედა ნაწილში არსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ ნაგებობას. თუმცა პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უფუნქციოა", - "ახალი მზიურის" ფეისბუქ გვერდზე.

 

ტეგები