დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 18:27
დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი პოლონეთში, პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

„ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კერძოდ ჩვენი მუნიციპალიტეტი, სადაც სოფლის მეურნეობა დღითიდღე ვითარდება და აფართოებს ექსპორტის არეალს, მეგობარი ქვეყნების დახმარება ნამდვილად სჭირდება. დიდი მადლობა პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერს, ვოიცეხ ოლდაკოვსკის თანამშრომლობისთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს დაწყებული თანამშრომლობა სამომავლოდ, ერთობლივი და მაშტაბური პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება,” - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიალს პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი და რამდენიმე ბიზნესმენი ესწრებოდა. დელეგაციამ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან და მედიის წარმომადგენლებთან.




 

ტეგები