სმიტების ოჯახის ტრაგედია - ცხედრების აშშ-ში გადასასვენებლად თანხის შეგროვება დაიწყო
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 18:50
სმიტების ოჯახის ტრაგედია -  ცხედრების აშშ-ში გადასასვენებლად თანხის შეგროვება დაიწყო

აშშ-ის საელჩო სმითების ოჯახის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს ვერ დაფარავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სმიტების ოჯახს, რაიანის, ლორასა და მათი 4 წლის შვილის ცხედრების გადასვენებაში ფინანსურად ვერ დაეხმარება. ამის შესახებ რადიო "მარნეულს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.

საელჩოში ასევე განმარტავენ, რომ სმიტების ოჯახს საკონსულო ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის გადასასვენებელი თანხების შეგროვება დაიწყო.

შესაგროვებელი თანხა გულისხმობს, სმიტების ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლას, ასევე გარდაცვლილების გადასვენებას საკუთარ ქვეყანაში და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას. სულ შესაგროვებელია 30 000$ ამ დროისთვის კი შეგროვებულია 23 457$. მსურველებს თნხის ჩარიცხვა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ www.gofundme.com

ტეგები