ვაკის პარკში ფეხბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 19:50
ვაკის პარკში ფეხბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისში, ვაკის პარკში პოლიციამ ფეხბურთის სამი ქომაგი დააკავა. შსს-ს განმარტებით, სამივე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული.  ინფორმაციას როგორც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დაკავებულები ამჟამად პოლიციის განყოფილებაში არიან.

თვითმხილველების განცხადებით, ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული. 

ტეგები