გამოცდების ცენტრმა შემთხვევით სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 23:51
გამოცდების ცენტრმა შემთხვევით სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავის ვებგვერდზე შემთხვევით სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა. ამის შესახებ On.ge წერს.

საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა."განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა. საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

on.ge-ს ცნობით, ტესტების პასუხების სქრინები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტი წერს, რომ პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

მოგვიანებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტმას განმარტა, რომ naec.gov.ge-ს ვებგვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ და არა პასუხებს, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

ტეგები