თბილისში, 20 წლის ბიჭი მოკლეს
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2018 16:47
თბილისში, 20 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "არამიანცის" საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფრმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები