ცნობილია საქართველოს რეგიონები, სადაც კიბოს შემთხვევები ყველაზე მაღალია
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2018 17:54
ცნობილია საქართველოს რეგიონები, სადაც კიბოს შემთხვევები ყველაზე მაღალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კიბოს რეგისტრის სამი წლის მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2015–2017 წლებში ქვეყნის მასშტაბით, კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700- 11 000-ის ფარგლებში მერყეობს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიბოს ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241-ს შეადგენს. ხოლო 18 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ამ 18 მუნიციპალიტეტს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ოზურგეთსა (370) და ახალციხეში (344) ფიქსირდება. 

ახალციხეში, ქალებში კიბოს შემთხვევები ფიქსირდება შემდეგნაირად: სარძევე ჯირკვალი (54.9), ქალის სასქესო ორგანოები (36.1), ფარისებრი ჯირკვალი (29.5) , საშვილოსნოს ყელი (26.2), ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები (16.4).

კაცებში სიმსივნე ძირითად ვიტარდება: ფილტვი(47.2), საშარდე სისტემა (43.2), სასუნთქი სისტემას და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოები (29.7), კანის სხვა კიბო (27.0), თვალი, თავის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა (22.2).