ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ლორა სმიტი გაუპატიურებულია - ტელეკომპანია "იმედი"
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2018 20:50
ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ლორა სმიტი გაუპატიურებულია - ტელეკომპანია "იმედი"

imedinews-ის ინფორმაციით, ხადის ხეობაში მოკლულ ლორა სმითს, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, გაუპატიურების კვალი აღენიშნება. სამართალდამცველები ამ ფაქტს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ „ქრონიკამ“ სმითების ოჯახის მკველობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ჩვენება გამოაქვეყნა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე ბექაურმა განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, არამედ დანაშაულის მოწმეა, რომელიც ორმა უცხო კაცმა ჩაიდინა და დასმენის შემთხვევაში მას ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) ერთვება.