საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე დროშის ფერები აერიათ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2018 22:31

ბასტილიის აღების დღე, 14 ივლისი, საფრანგეთში ტრადიციულად წელსაც საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ორსათიან ალღუმში 4200 ჯარისკაცი, მათ შორის საპატიო სტუმრების სტატუსით იაპონელი და სინგაპურელი ჯარისკაცები, 200 სამხედრო ხომალდი და 100 თვითმფრინავი მონაწილეობდა.

საზეიმო ალღუმის დროს ორი მცირე ინცინდენტი მოხდა:

1. ორი მოტოციკლისტი შეეჯახა ერთმანეთს;

2. 9 თვითმფრინავიდან ერთ-ერთმა კვამლი შეცდომით გაუშვა და ფრანგული სამფეროვანი დროშა ზეცაში არასწორად გამოისახა.

ტეგები