ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2018 15:59
ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში უბედური შემთხვევა მოხდა - 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
 

ტეგები