"პრიუსის" ეკონომიურობა ბლეფია!!!"
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 13:47
"პრიუსის" ეკონომიურობა ბლეფია!!!"

"პრიუსის" ეკონომიურობა ბლეფია!!! - არ დამეზარა და ჩავატარე ექსპერიმენტი. 3 დღე ვმოძრაობ ავტომობილით რომელიც 100 კილომეტრზე 13-14 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ოღონდ დავდივარ ისე როგორც პრიუსის ხელსაწყოების დაფა მიკარნახებდა. შედეგი სახეზეა! უფრო სწორად ფოტოზე. 34.9 ანუ დაახლოებით 6.7 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს კი ზუსტად ნახევარია. აქედან დასკვნა - გასაღები მართვის სტილშია და არა აკუმულატორების რაოდენობაში. ტოიოტა სხვაზე ადრე მიხვდა ამას და მიგვაჯაჭვა ხელსაწყოების დაფაზე გამოსახულ ციფრებს ისედაც დანერვოზებული ხალხი. მოკლედ შეიძინეთ ნებისმიერი დაბალკუბატურიანი და შედარებით ახალი ავტომობილი პრიუსის ფასად და გარწმუნებთ უფრო დიდხანს იცხოვრებთ.

ერთი რამე გამომრჩა კონდიციონერიც ჩართული მქონდა და ეხლა ვნანობ თორემ ეჭვი მაქვს პრიუსის შედეგსაც დავსვავდი", - წერს ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე.