საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 18:49
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლებს

2018 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში (რუსთაველის გამზ. 8, თბილისი) გაიმართება ღია პარლამენტის დღე. ღონისძიება ჩატარდება ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე და 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელს უმასპინძლებს.
 
ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
 
კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ ჰეიდი ჰაუტალა - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სენატორი ბლანკა ოველარი - ღია პარლამენტის ქსელის ParlAmericas პრეზიდენტი, სანჯეი პრადჰანი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, და ჰელენ კლარკი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1999 – 2008) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყოფილი ადმინისტრატორი  (2009 – 2017).
 
საპანელო დისკუსიებს გაუძღვებიან ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, მუკელანი დიმბა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან, და ლორა თორნთონი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში.
 
შეხვედრის დასკვნით ნაწილს დაესწრება კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე. 
 
საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 

ტეგები