თინა ბოკუჩავას გამოუქვეყნეს დოკუმენტი, სადაც წერია რომ სააკაშვილმა ის ოქროს სამკაულით დაასაჩუქრა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 19:00
თინა ბოკუჩავას გამოუქვეყნეს დოკუმენტი, სადაც წერია რომ სააკაშვილმა ის ოქროს სამკაულით დაასაჩუქრა

პარლამენტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატ ეკა ბესელიასა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას თინა ბოკუჩავას მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილისგან ოქროს ყელსაბამი საჩუქრად მიიღო. თავის მხრივ, ოპოზიცონერმა დეპუტატმა ეკა ბესელია ცრუ ბრალდებაში დაადანაშაულა.
 
მოგვიანებით, ეკა ბესელიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას სამკაული აჩუქა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შპს "ზარაფხანაში", პრეზიდენტის დავალებით იყიდეს 1 ცალი კულონი და 1 ცალი ცეპი, რომელიც "ნადვილად გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის თიკა ბოკუჩავს დასასაჩუქრებლად". დოკუმენტს ხელს აწერენ: ვ. კილაძე, რ. ლაფაჩიშვილი, ვ. ვარდოსანიძე.