"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადაა კომპანია "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 20:07
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადაა კომპანია "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც ჯგუფი მზადაა კომპანია „საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 

გიორგი ჩერქეზიშვილის განმარტებით, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა კომპანია „საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადებაშია ნათქვამი. 

ჩერქეზიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამასთან, მისი თქმით, პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვის საჭიროებაც იკვეთება.

16 ივლისს, დილით, ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინდელის შახტის მფლობელი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა კომპანია „საქნახშირი” (რომელიც შახტში სამუშაოებს აწარმოებს) უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა. იხილეთ 2007-2018 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა. 

ტეგები