ირინე ფრუიძე: საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ღია მმართველობაში
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 12:38
ირინე ფრუიძე: საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ღია მმართველობაში

„საპარლამენტო კონფერენციით დღეს იწყება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი, რომელსაც საქართველოს მასპინძლობსროგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოს ღია მმართველობაში ძალიან ბევრი მიღწევა აქვს და ერთ-ერთისამაგალითო ქვეყანაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინეფრუიძე საერთაშორისო კონფერენციის - „ღია პარლამენტი“ დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, დღევანდელი დღე დაეთმობა დისკუსიებს პარლამენტის ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მოქალაქეებისჩართულობაზე საპარლამენტო პროცესებში.
„ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს გავუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, ასევე გავეცნობით მათ გამოცდილებას. დისკუსიების ერთ-ერთი თემა იქნება ღიამმართველობის მიმართულებით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება. ვისაუბრებთ, ასევე იმ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა გახდეს პარლამენტიუფრო ღია და როგორ უნდა შეეწყოს ხელი საზოგადოების ფართო ჩართულობას საპარლამენტო პროცესებში“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედისაპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ.

ტეგები