ეკა ბესელიამ პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 13:18
ეკა ბესელიამ პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გაიმართა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია.



შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი ლილიტ დანეღიან-ბოსლერი.



ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთისა, ლატვიისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება. პროექტის მიზანია ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ტეგები