ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევუფრო გაუმჯობესების გზით, უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 14:13
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევუფრო გაუმჯობესების გზით,  უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს

„საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო საზედამხედველო ფუნქციის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოსსაქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანოს ღიაობის მაღალი ხარისხი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღია პარლამენტის დღე“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გლობალური სამიტისმნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენსძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტების უფრო ღია, უფრო ანგარიშვალდებული დამოქალაქეებისადმი უფრო პასუხისმგებლიანი გავხადოთ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღია მმართველობის პარტნიორობისმეხუთე გლობალური სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ მომავალში და ერთობლივად გავუმკლავდეთიმ დარჩენილ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესის მრავალ სფეროში არსებობს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველომ, ღია მმართველობის პარტნიორობისსამდივნოსთან ერთად, სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად გადადგა.

„გასული წლის განმავლობაში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებიგადადგა ღია მმართველობის პარტნიორობის ისეთი სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად საერთაშორისო დონეზე, როგორიცაამოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა და კორუფციასთან ბრძოლა, ინოვაციებისგანხორციელება საჯარო მომსახურების სფეროში და უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად,მსოფლიო მრავალმა ქვეყანამ შეძლო, წარმატებით შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები საჯარო ინფორმაციის უფრო მეტიხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დღესდღეობით, საჯარო ინსტიტუტები კიდევ უფრო გამჭვირვალე დაანგარიშვალდებულია მოქალაქეებისადმი, ხოლო ის წევრი ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივებს ახორციელებენ, კიდევუფრო აქტიურად თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთო მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.ირაკლი კობახიძემ კანადას, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობას საქართველოსგან გადაიბარებს,წარმატებები უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს,საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ განახორციელა. მისი თქმით, მიღწეული მიზნებისა და წინსვლისმიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები

„დღეს, ჩვენ თავაწეულები და ამაყები ვართ ჩვენს მიერ განხორციელებული ძალისხმევისათვის და ჩვენს მიერ მიღწეულიმიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იყო საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, იმისაკენ,რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის, და კიდევ უფრო ანგარიშვალდებული იყოს მათმიმართ. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები და მაშასადამე, ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, რადგან წარმატებისა დაგაუმჯობესებისაკენ მიმავალი გზა „მუდმივი სამუშაოა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მიზნებს კიდევ უფრო ამბიციურს ხდის ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა. ირაკლი კობახიძემ, ამკონტექსტში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ვგეგმავთ ახალი, მოქნილი და ინტერაქტიული საპარლამენტო ვებგვერდის გაშვებას, რომელიც მორგებული იქნება სუსტიმხედველობის მქონე მომხმარებელზე; უზრუნველყოფს მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ბიუჯეტის მომზადებისა და მიღებისპროცესში; ვგეგმავთ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ჩამოყალიბებას; ინფორმაციის გამოქვეყნებას საპარლამენტოზედამხედველობის თაობაზე; ასევე პარლამენტის ქმედითობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციურიტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, პარლამენტის ახალი რეგლამენტი დამატებით გარანტიებს გულისხმობს პარლამენტისმეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიზნით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა, ღიაობისა დაანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესების გზით, უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს.

„საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესებისგზით, უკეთ მოემსახუროს მოქალაქეებს, მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დამყარებული კარგი მმართველობის გაძლიერებით. საქართველოს პარლამენტი,საკონსტიტუციო საზედამხედველო ფუნქციის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს საქართველოში ყველაკონსტიტუციური ორგანოს ღიაობის მაღალი ხარისხი. მზად ვართ ამ სტრატეგიული ხედვისათვის, რასაც ჩვენი ადგილობრივი დასაერთაშორისო მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებით განვახორციელებთ“,- მიმართა კონფერენციისმონაწილეებს ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოებას ენთუზიაზმისა და ჩართულობისთვის მადლობაგადაუხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გამჭვირვალობასა და კარგ მმართველობასთან დაკავშირებულ რიგსაკითხებთან დაკავშირებით საჯარო დებატების გაძლიერებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

„მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოსფასდაუდებელ წვლილს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუსწავლელ და გამოუკვლევ ზღვაში ორიენტირება საკმაოდ რთული, თუ არაშეუძლებელი იქნებოდა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობისა დაანგარიშვალდებულების გაზრდა საჯარო უწყებების გრძელვადიან სტაბილურობას, ლეგიტიმურობასა და ქმედითობასუზრუნველყოფს.

„მსურს გაგიზიაროთ ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ: გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომგაზარდოთ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომ გააუმჯობესოთ სამთავრობო სისტემისფუნქციონირება ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. მოკლე ვადაში ამის განხორციელება შეიძლება საკმაოდ რთულიაღმოჩნდეს, თუმცა იგი უზურნველყოფს საჯარო უწყებების გრძელვადიან სტაბილურობას, ლეგიტიმურობასა და ქმედითობას.საქართველოს პარლამენტს ღრმად სწამს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და საზოგადოების უკეთეს მომავალში განხორციელებულისტრატეგიული ინვესტიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები