ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 20:52
ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა

ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს შეხვდა. სარალიძის განცხადებით, თადუმაძე მას დაპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას.

როგორც ირკვევა, შეხვედრას არ დასწრებიან საქმის პროკურორები.

„კონკრეტულ თარიღებზე არ გვისაუბრია, თუმცა მთავარმა პროკურორმა მითხრა, რომ ის მზად არის აბსოლუტურად ყველა ზომა მიიღოს ჭეშმარიტების დასადგენად“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.

ტეგები