2018 წელს ბარბერიმ 38 მილიონი დოლარის ტანსაცმელი გაანადგურა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 22:27
2018 წელს ბარბერიმ 38 მილიონი დოლარის ტანსაცმელი გაანადგურა

2018 წელს ბარბერიმ 38 მილიონი დოლარის ტანსაცმელი გაანადგურა. ცოტა ხანში მაღაზიებში ახალი სეზონის პროდუქტი უნდა შევიდეს, ამიტომ გასული წლის დარჩენილი პროდუქცია გაანადგურეს, რაც ჯამში 38 მილიონ დოლარს შეადგენს.

შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოდა სწორედ ამიტომ არის ნავთობის და გაზის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი დაბინძურების წყარო. უცნაური და უსამართლო სამყარო ადამიანები ხშირად იყინებიან, რადგან ჩასაცმელი არ აქვთ,ამის ფონზე მხოლოდ 1 ბრენდი 38 მილიონი დოლარის პროდუქტს ანადგურებს და აზრად არავის მოსდის, იქნებ გადაყრას ჯობდეს გაჭირვებულებს დაურიგონ, ვისაც მართლა არ აქვს ტანისამოსი.

ცხადი იყო ბარბერის გასულ 2 წელში კრიზისული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ასეთ ჩავარდნასაც არ ველოდი. ძალიან სწორი იყო დიზაინერის გამოცვლა. ახლა ყველაფერი რიკარდო ტიშიზეა. რიკარდომ ერთი დიდი ბრენდი (ჟივანში) უკვე მოაბრუნა აქტუალობის და გაყიდვადობის გზაზე, იმედია მეორეჯერაც შეძლებს.

ტეგები