მინდელის შახტთან საპროტესტო აქციას მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 10:26
მინდელის შახტთან საპროტესტო აქციას მიმდინარეობს

ტყიბულში მდებარე მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. მანამდე ისინი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მენეჯმენტის შეცვლა მოსთხოვეს. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

დასაქმებულების ინფორმაციით, მეშახტეების დაკრძალვის შემდეგ, კომპანია განიხილავს კადრების ცვლილების საკითხს. მათი ინფორმაციით, კომპანიამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო.

დასაქმებულებს ბრძანება შახტის ადმინისტრაციამ ჩააბარა, თუმცა ისინი შახტში შესვლაზე უარს ამბობენ. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგენელი პირები იმყოფებიან. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელი რჩება - გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები და აღდგეს მუშაობა შახტში.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

ტეგები