ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 10:38
ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით, ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება.

მოძრაობა სრულად აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.

ტეგები