საკეისრო კვეთების მაღალი რაოდენობის გამო, 17 კლინიკა დაჯარიმდა, ხუთს სტატუსი შეუჩერდა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 14:14
საკეისრო კვეთების მაღალი რაოდენობის გამო, 17 კლინიკა დაჯარიმდა, ხუთს სტატუსი შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლეს საკეისრო კვეთების წილი 44,4 % შეადგენდა, რის გამოც 17-მდე სამშობიარო დაჯარიმდა, ხუთს კი სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია “TV პირველ”-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” გავრცელდა.

დაჯარიმებულ კლინიკათა შორისაა: “ჰერა” , “ჩაჩავა” , “იმედი” , “ბრაზერსი” , “ბაიები”, “დავით დავარაშვილის კლინიკა” , “უმინედი”, “იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი”, “ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, “ახალი სამშობიარო ცენტრი”, “ხონელიძის კლინიკა”, “მედკაპიტალის გლდანის ფილიალი”, “ქუთაისის მესამე და ახალი მეორე სამშობიარო”.

სტატუსი კი შემდეგ კლინიკებს შეუცერდა:

“ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედა-შვილობა”, “ოქროს საწმისი 21”, “პირველი საავადმყოფო” , “საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრი”, “ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი”.

ტეგები