ნატოში ინტეგრაცია არის ხალხის გადაწყვეტილება და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 14:37
ნატოში ინტეგრაცია არის ხალხის გადაწყვეტილება და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად მივიწევთ წინ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის თქმით ნატოში ინტეგრაცია არის, პირველ რიგში, ხალხის გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგებთან ერთად, ამას ადასტურებს სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევაც.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზნები და პრიორიტეტები, რაც არის ასახული, მათ შორის, შესაბამის დოკუმენტებში. მათ შორის, ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით იცით, რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ნატო-სთან, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, რომლის ფარგლებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა წარიმართება და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, მუშაობას. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი ნება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის პირველ რიგში ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც დასტურდება როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით, ასევე, პირველ რიგში, არჩევნების შედეგებით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ტეგები