"შვედეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სექსი თანხმობის გარეშე, არის გაუპატიურება"
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 17:34
"შვედეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სექსი თანხმობის გარეშე, არის გაუპატიურება"

ქალთა მოძრაობის აქტივისტი, იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"შვედეთმა ახლა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სექსი თანხმობის და სურვილის დადასტურების გარეშე, არის გაუპატიურება. ასეთივე კანონი აქვთ ინგლისს, ირლანდიას, ბელგიას, ლუქსემბურგს, გერმანიას და კვიპროსს.

სხვა დანარჩენ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ის შემთხვევები, სადაც აშკარად იკვეთება ძალადობის კვალი ან მუქარა. გამოდის, რომ თუკი დაგაშინეს ისე, რომ წინააღდეგობა ფიზიკური ვერ გაუწიე და ისე გაგაუპატიურეს, რომ ნაკაწრები და სილურჯეები არ გეტყობა, ვერც კი იჩივლებ აქ. აზრი არ აქვს, ვერ მოიგებ. მე მგონი დროა ამ მუხლის ხარვეზებზე და არაპრაქტიკულობაზეც ვისაუბროთ, სექსუალური შევიწროვების კანონთან ერთად", - წერს ბახტურიძე.

ტეგები